ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ვიზიტი სოფლის მეურენობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს აჭარის რეგიონში მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერემანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი, ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, ენპარდ აჭარა-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტის დირექტორი გოჩა ბერიძე.
დელეგაციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტისა (ა)იპ აგროსერვისცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც გაეცვნენ სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას სანერგეებისთვის, ასევე ENPARD-ის პროგრამის ინიციატივებს და ნახეს სანერგეში მეცნიერებისა დასტუდენტების მუშაობის პროცესი. დელეგაციამ ასევე მოინახულა მაღალ ტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა, მოეწყო აგროსერვისცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.
ბოლო სამი წლის მანძილზე, აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა და ფერმერთა განათლებისათვის.