ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა IFAD-ის პროექტის წარმომადგენლებთან
დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა IFAD-ის პროექტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ, საფრანგეთიდან მოწვეული კონსულტანტი IFAD-ის პროექტის ფარგლებში, იზაბელ ლაგერალდ-დეგოღჟ-ი, , სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის კოორდინატორი ნინო ქიზიყურაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე
შეხვედრის მიზანი იყო, აგროსერვის ცენტრის შუამავლობით, ფერმერებმა შეძლონ IFAD-ის პროექტში მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ფარგლებში, ძირითადი მიმართულებაა ხურმისა და კივის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და მოვლა მოყვანის ტექნოლოგიების შესწავლა.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროგრამის ხელმძღვანელებთან, რათა აღნიშნულ ხილის ნერგებთან ერთად პროექტის ფარგლებში დაემატოს ლურჯი მოცვის კულტურებიც.