აგროსერვის ცენტრის დირექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ეწვია
დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ეწვივნენ.
უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ სტუმრებს ფაკულტეტის მიღწევები და ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გახსნილი ულტრა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მუშაობა გააცნო. ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა აგრარული მიმართულებით სტუდენტების სტაჟირება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ერთობლივი კვლევების წარმოება. სტუდენტებთან და ლექტორ-მეცნიერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის მსვლელობისას სოფლის მეურნეობის დარგში მხარეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა
შეხვედრის ინიციატორია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.