აგროსერვის ცენტრის დირექტორი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
7 დეკემბერს, აგროსერვის ცენტრის დირექტრი გოჩა ბერიძე თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომლის მიზანიც სასოფლი-სამეურნეო ექსტენეციის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ დარგში არსებული პრობლემების განხილვა იყო.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოში მისი დანერგვის შესაძლებლობაზე და ქართველი ფერმერებისათვის განსაკუთრებით აქტუალური ინფორმაციისა და უნარების შესახებ. ასევე განიხილეს ექსტენციის სხვადასხვა მოდელი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსტენციის კონსულტანტების მიმართ. კონფერენციაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფერმერული გაერთიანებების, პროფესიული სასწავლებლებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღებულობდნენ. კონფერენციის მონაწილეებს 8, 9 დეკემბერს ექსტენციის საკითხებში პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც ისინი მცხეთა-მთიანეთში სადემონსტრაციო პროექტებსა და პროფესიული გადამზადებისა და განათლების ცენტრს სტუმრობდნენ.