1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში თხილისა და ვაზისა კულტურები გაშენდება

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში 5 ჰექტარი მიწის ფართობი ახალი კულტურების გასაშენებლად მომზადდა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე  1 ჰექტარ მიწის ფართობზე თხილის პერსპექტიული ჯიშების სადემონსტრაციო ბაღი გაშენდება, 2016 წლის გაზაფხულზე კი ვაზის ადგილობრივი, სამრეწველო ჯიშის ნერგები. ამ ეტაპზე სანერგეში  დასრულდა სამელიორაციო სამუშაოები. კერძოდ კი, 5 ჰექტარი მიწის ფართობი გაიწმინდა ბუჩქნარისგან,  დაიხვნა და მულჩერით დამუშავდა. გაიჭრა ძირითადი სადრენაჟე არხიც.  მიწის ნაკვეთი აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას 2014 წელს გადმოეცა.