აგროსერვის ცენტრმა ჩიტების დასაფრთხობი აპარატი შეიძინა
ხეხილის ნაყოფის დაცვის მიზნით აგროსერვის ცენტრმა ჩიტების დასაფრთხობი აპარატები შეიძინა. ეს არის თანამდეროვე ტექნოლოგიის დანადგარი, რომელიც მთელს მსოფლიოში ხეხილისა და ბოსტნეულის ნაყოფის დაცვის ეფექტური საშუალებაა. ის ბუნებრივ აირზე მუშაობს, მარტივის აგებულებისაა და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. დანადგარები გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში განთავსდა. დანადგარების გამოყენების აუცილებლობა ვაზისა და მოცვის ნაყოფის დამწიფებისას გამოიკვეთა, რადგან ფრინველების მიერ ნაყოფისთვის მიყენებული ზიანი საერთო მოსავლის 20-25 % აღწევდა. პრობლემა აპარატების გამოყენების შემდეგ აღმოიფხვრა.