აგროსერვის ცენტრის საქმიანობას სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი გაეცნო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. მინისტრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობა და გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.