USAID-ის პროექტი საქართველოში
USAID-ის პროექტი საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება (SEAS) ფარგლებში, აგროსერვის ცენტრს პროექტის ხელმძღვანელი ბენჟამინ მიულერი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო დეპარტამენტისა და მასში შემავალი განყოფილებების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა იყო. აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსთან საუბრისას კი სამომავლო გეგმები იქნა განხილული, რომელიც ექსტენციის სამსახურის უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს.