აგროსერვის ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე კოლეგებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი ისრაელში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და პროექტებს გაეცნენ. ასევე, დაათვალიერეს ციტრუსის სანერგე მეურნეობა, ბულგარულისა და სასალათე მწვანილების სათბურები, ისრაელში უმსხვილესი მეცხოველეობის ფერმა და თევზების მწარმოებელი კომპანია.
„ჩვენ გავეცანით ისრაელის მიღწევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ვფიქრობ რამდენიმე მათგანის ჩვენს ორგანიზაციაში დანერგვას. ამ მხრივ საინტერესოა, ბულგარულისა და სალათის მწვანილების როგორც სასათბურე, ასევე ღია გრუნტზე წარმოება. მალე ჩვენი ორგანიზაცია პამიდვრიდან ბულგარულის წარმოებაზე გადადის და ისრაელის გამოცდილების გათვალისწინება ნამდვილად დაგვეხმარება,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.
აგროსერვის ცენტრის დირექტორს მეგზურობას კომპანია „ISRAGREEN“- ისა გენერალური მენეჯერი ილია შაფირა უწევდა, რომელთანაც აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ურთიერთთანამშროლობის საკითხები განიხილა.