ლიტვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში აგროსერვის ცენტრს სტუმრობდა
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრი დირექტორი გოჩა ბერიძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში იურატე რამოსკინეს მასპინძლობდნენ. რამოსკინემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები მოინახულა.
იურატე რამოსკინემ აგროსერვის ცენტრში მარწყვისა და პამიდვრის სათბურები, ღვინის სახლის მშენებლობა, ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარები, გვარა- ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა. აგრეთვე მოინახულა ანგარი, სადაც აგროსერვის ცენტრის სამაცივრე დანადგარები და ხილის გადამამუშავებელი მინი-საწარმო განთავსდება. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული და განხორციელებული პროექტები და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.