აგროსერვის ცენტრი ბიოპროდუქციის წარმოებას გეგმავს
აგროსერვის ცენტრი ბიოპროდუქციის წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. ამ მიზნით ორგანიზაციამ ბიოლოგიურ მემეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს წარმომადგენლები მოიწვია, რომლებიც აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის, ასევე მარწყვისა და პამიდვრის სასათბურე მეურნეობებში პროდუქციის მოყვანის მეთოდებს გაეცნენ. ამის შემდეგ კი დაიგეგმება ტრენინგები აგროსერვის ცენტრის აგრონომებისთვის თემაზე „ ბიოპროდუქციის მოყვანის მეთოდები“.
ტრენინგების გავლის შემდეგ აგროსერვის ცენტრის აგრონომები დაიწყებენ ფერმერთა კონსულტირებას ბიომეურნეობებისა და ბიოპროდუქციის წარმოების შესახებ, რადგან ამ პროდუქციის წარმოება, გარდა მისი ეკოლოგიური სისუფთავისა მომგებიანია, განსაკუთრებით კი როცა პროდუქცია ექსპორტზე გადის. ბიობაზარი ერთადერთი ბაზარია მსოფლიოში, რომელიც ეკონომიკური კრიზისის მიუხედავადაც კი განუხრელად იზრდება.
ასოციაცია „ელკანა“ ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მაშტაბით ატარებს ტრენინგ-კოსულტაციებს. ის 900-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის არის ფერმერთა ჯგუფები, ასოციაციები, კოოპერატივები, საწარმოები და სხვა.