1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრს პოლონეთის ბიზნესს დელეგაცია ეწვია

დღეს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისს პოლონეთის ბიზნესს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები ორგანიზაციაში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ და სამომავლო ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ვიზიტისას სტუმრებმა აგროსერვის ცენტრის მარწყვის სათბური, ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.

აგროსერვის ცენტრის მარწყვის სათბურში პოლონური ჯიშის მარწყვია განთავსებული და მისი რეალიზაცია უკვე დაწყებულია. სათბურს სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს. აგროსერვის ცენტრის მიზანი ფერმერებისთვის მარწყვის სასათბურე მეურნეობების უპირატესოებებისა და სარგებლის ჩვენება და სამომავლოდ ადგილზე წარმოებული მარწყვით იმპორტირებულის ჩანაცვლებაა. რას შეეხება ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარს აჭარაში პირველია და ერთი დანადგარის მიერ წარმოებული ბალახი რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ საძოვარს ცვლის.   ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში კი ვაზის 25 მდე სასუფრე და საღვინე ჯიშებია განლაგებული, ასევე ხეხილის სხვადასხვა სახეოებები. ნერგების წარმოება უკვე დაწყებულია და საშემოდგომოდ ფერმერებს ვაზის 10 -მდე სახეოების ნერგების შეძენა შეეძლებათ.