აგროსერვის ცენტრის მარწყვი გაყიდვაშია
აგროსერვის ცენტრის სათბურში მოყვანილი მარწყვი „სან ანდრეასი - ქობულეთიდან“ მომხმარებლებს ვილმარტში, გუდვილსა და ბათუმის ცენტრალურ ბაზარში შეუძლიათ შეიძინონ. პოლონური ჯიშის „სან ანდრეასი“ კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ნაყოფი ვიზუალურად დიდი ზომისაა. მისი შეძენა აღნიშნულ მარკეტებში მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
აგროსერვის ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილ სათბურში სულ 10 100 ძირი მარწყვია გაშენებული და მისგან წლის განმავლობაში 11-14 ტონამდე ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი. სათბურს სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს. აგროსერვის ცენტრის მიზანი ფერმერებისთვის მარწყვის სასათბურე მეურნეობების უპირატესოებებისა და სარგებლის ჩვენება და სამომავლოდ ადგილზე წარმოებული მარწყვით იმპორტირებულის ჩანაცვლებაა. ამ ეტაპზე იმპორტირებული მარწყვის საბაზრო ღირებულება 6-დან 15 ლარამდე მერყეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კულტურაა და მისი რეალიზაცია წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.