დავით ბაქრაძემ აგროსერვის ცენტრი მოინახულა
აგროსერვის ცენტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტრუმრობდა. ის ორგანიზაციის საქმიანობასა და მასში ევროკავშირის დაფინანსებით განხორცილებულ პროექტებს გაეცნო. მინისტრმა აგროსერვის ცენტრში მოწყობილი პამიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სათბურები, ხილის გადამამუშავებელი მინი საამქრო, ვაზისა და ხეხილი სანერგე მეურნეობა, პირუტყვის საკვების დამამზადებელი კონტეინერი და ხელოვნური განაყოფიერების სადგური დაათვალიერა.
აგროსერვის ცენტრი აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს. მასში ფერმერთა ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის პროექტები ხორციელდება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.