სოფელ განთიადში ფერმერ რეზო ხარაბაძეს რძის საწველი აპარატი გადაეცა
,,ENPARD AJARA“ სოფლის მეურნეობის განვითერების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, პროექტის ფარგლებში, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში მცხოვრებ მეცხოველეობის ფერმის მეპატრონეს, რეზო ხარაბაძეს რძის საწველი აპარატი გადასცა. პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამა 2016 წლამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანი რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც სამომავლოდ ფერმერებს შრომას შეუმსუბუქებს და მოგებას გაუზრდის.