აგროსერვის ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა
21 ნოემბერს დონორთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია აჭარა - თანამშრომლობა განვითარებისათვის 2014 გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკავშირისა ( ENPARD AJARA) და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან, ENPARD AJARA - სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროექტის ხელმძღვანელ ლაშა კომახიძესთან, ერთად ქობულეთში ,,აგროსერვის ცენტრში“ მათი ფინანსური და ორგანიზაციულ - ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა მოინახულეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის შედეგები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში სწრაფად ვითარდება. სტუმრებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში კი მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.