კვარტალური შემაჯამებელი სხდომა აგროსერვისცენტრში
ENPARD AJARA სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში, კვარტალური შემაჯამებელი სხდომა აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალში გაიმართა. სხდომას ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ხოან ეჩანოვი, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოდგილე, იოსებ აბულაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა აგროსერვის ცენტრში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერეს და აჭარაში მოქმედ კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში საგრანტო განაცხადები აქვთ წარდგენილი.