აგროსერვისცენტრში ბოსტნეულის სათბური ამოქმედდა
აგროსერვისცენტრის გვარა - ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში სპეციალურად თანამედროვე, აგროტექნოლოგიით ბოსტნეულის მოსაყვანად ახალი სათბური ამოქმედდა.
480 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაში, რომელსაც სამომავლოდ საჩვენებელ - სადემონსტრაციო დანიშნულებაც ექნება, უკვე ორი ინდეტერმინალური ( ძლიერი ზრდის ) ჰიბრიდული ჯიშის პომიდორია დარგული.
სათბურში დამონტაჟებულია გათბობისა და მორწყვის წვეთოვანი სისტემა მცენარისათვის საჭირო სასუქების შერევით. ყველაფერი ეს სათბურში უზრუნველყოფს ამ მცენარისათვის საჭირო მაკრო და მიკროკლიმატის შექმნას, რაც საბოლოო ჯამში მაღალი და ხარისხიანი პროდუქციის მიღებას უზრუნველყოფს. სათბურებში გათვალისწინებულია სპეციალურად დამატებითი დამამტვერიანებლის ( ფუტკრის ერთი ოჯახი) მოწყობა, რაც საგრძნობლად აამაღლებს სანაყოფე, ყვავილის დამტვერიანების ხარისხს. ახალ სათბურებში შესაძლებელი იქნება სხვა დაინტერესებული ფერმერებისათვის სწავლება - სემინარების ჩატარება.