პრეზენტაციაზე 9 თვის შედეგები განიხილეს
2014 წლის 22 ოქტომბერს აგროსერვიცენტრის გვარა - ხუცუბნის ოფისის საკონფერენციო დარბაზში აგროსერვისცენტრის საინფორმაციო - საკონსულტაციო განყოფილებების მიეს მიმდინარე წლის 9 თვეში გაწეული სამუშაოს პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე სრულად იქნა წარმოდგენილი ის ჩატარებული მუშაობა, რომელიც დამტკიცებული გეგმის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მიზნად ფერმერთა მატერიალურ - ტექნიკურ დახმარებას, მეურნეობის გაძღოლაში ხელშეწყობას, მომზადება - გადამზადებას, ინფორმირებულობას, ხარისხის ამაღლებას, მოწინავე გამოცდილებათა გაზიარებას და ნოვაციების გაცნობა - დანერგვის მიმართულებით განხორციელდა.
პრეზენტაცია საქმიან ვითარებაში ჩატარდა, დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, წამოიწია არაერთი პრობლემა და მასზე კონკრეტული, კომპეტენტური პასუხებიც იქნა გაცემული. იქვე დაისახა სამომავლო კონტურები, გამოითქვა სურვილები და სამსახურების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებამ უწყების ხელმძღვანელობისგან ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო. გაკეთდა შეფასებები, რომლითაც ორგანიზაციის რაიონული სტრუქტურების მუშაობა დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე და როსტომ შერვაშიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, რეგიონული მედიის წარმომადგენლები და მეზობელი სამეგრელოსა და იმერეთის საინფორმაციო - საკონსულტაციოს სამსახურის მუშაკები. პრეზენტაციის შედეგები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ როსტომ შერვაშიძემ შეაფასა.