1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

,,აგროსერვის ცენტრმა“ მონაწილეობა ევროკავშირის კულტურის კვირეულში მიიღო

ევროკავშირის კულტურის კვირეული 25 სექტემბერს გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი  საქართველოში ევროპის კულტურის სიახლეების საზოგადოებისთვის გაცნობაა. ,,ევროკავშირის კულტურის კვირეული“ ვრცელი ინიციატივის ნაწილია, რომელსაც „ევროპული კულტურის ფაბრიკა - 2014“ ეწოდება და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ინიციატივა ხორციელდება პროექტის - „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლობა საქართველოში  Action Global Communications. ევროკავშირის მიმდინარე პროექტში მონაწილეობა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმაც“ მიიღო.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ვაზის, ციტრუსისა და ხეხილის (ვაშლის) სხვადასხვა სახის ჯიშები და  ნიადაგის აგრო-ქიმიური კვლევის ლაბორატორია.