ჰოლანდიელი ექსპერტი აგროსერვისცენტრში
აგროსერვის ცენტრს ჰოლანდიელი ექსპერტი საკვები პროდუქტების მთავარი ტექნოლოგი, ბატონი ლუის ტიმერმანსი სტუმრობს. მისი ვიზიტის მთავარი მიზანია აგროსერვის ცენტრს გააცნოს თანამედროვე ხილის საშრობი ტექნოლოგიები და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს აგროსერვისცენტრის სპეციალისტებს. ტიმერმანსმა უკვე დაათვალიერა აგროსერვისცენტრში არსებული ხილის საშრობი დანადგარი ასევე სანერგე მეურნეობები. ექსპერტმა დადებითად შეაფასა აგროსერვის ცენტრის საქმიანობა და ინოვაციები ტექნოლოგიაში, რომლის დანერგვასაც აგროსერვის ცენტრი ახორციელებს. დღეს აგროსერვის ცენტრში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების მე-2 კურსის სტუდენტებს ჰოლანდიელმა ექსპერტმა წარუდგინა პრეზენტაცია თანამედროვე ხილის საშრობი ტექნოლოგიების შესახებ და დეტალურად ისაუბრა იმ აუცილებელი პირობების შესახებ რაც საჭიროა ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად.