აჭარის უმაღლესი საბჭო სტუმრად აგროსერვის ცენტრში
აგროსერვის ცენტრის გვარა- ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აგრარული თვითმმართველობის საკითხთა თავმჯდომარემ ანზორ თხილაიშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა იოსებ აბულაძემ და ავთანდილ მესხიძემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად მოინახულეს. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ბატონმა გოჩა ბერიძემ სტუმრებს 9 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. აგროსერვის ცენტრის საქმიანობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა. გარდა ამისა სტუმრებმა დაბა ჩაქვის ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრი“ ციტრუსის სადედე საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაც მოინახულეს. სანერგეში ამჟამად ციტრუსის მყნობის პროცესი მიმდინარეობს.