სანერგე მეურნეობის მონახულება
ხელვაჩაურის საინფორმაციო - საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანერგე მეურნეობა მოინახულეს. 11 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულიდან 2 ჰექტარი სოფელ შარაბიძეებში მდებარეობს, ხოლო 9 კი თხილნარის აგარაში. სანერგეში გარდა ციტრუსისა და ხეხილოვანი კულტურების ნერგებისა, ასევე გამოჰყავთ დეკორატიული მცენარეები როგორებიცაა: კოლხური ბზა, აზალია, ოსმანთუსი, ნეკერჩხალი და სხვა. ნერგები გამოჰყავთ კალმების დაფესვიანებითა და მყნობით. სანერგეში 35 ათასი ძირი დეკორატიული ნერგის გამოყვანაა გათვალისწინებული, ხოლო აგარის სანერგეში უკვე 5000 ძირზე ფიჭვის 2-4 წლამდე ასაკის ნერგებია გამოყვანილი. სანერგეს გააჩნია შესაბამისი რესურსი და სანერგე მასალა რათა მიიღოს დაკვეთა ნერგის გამოყვანაზე, როგორც ინდივიდუალური პირებისაგან, ასევე წარმოება-დაწესებულებებისაგან.