მეცხოველეობის ფერმის მონახულება
ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრი,,- ს ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ მურმანეთში ფერმერ ნინო მიქელაძის მეცხოველეობის ფერმა მოინახულეს.. ფერმაში არსებული 38 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან 25 ფურია. აქედან კი 16 სული მეწველია და ყოველდღიურად 200 ლ - მდე რძეს აწარმოებენ. სპეციალისტებმა ფერმერ ნინო მიქელაძეს აგროსერვის ცენტრში მოქმედი ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი გააცნეს. ხელოვნური განაყოფიერების სერვისი 2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი მიზანი რეგიონშიმხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესება და პროდუქტიულობის გაზრდაა. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხოველთა დაცვას დაავადებებისგან, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ საქონელს გააჩნია ძლიერი იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების მიმართ და ადვილად უმკლავდება მათ. სპეციალისტებმა ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს პირუტყვის ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებზე აუხსნეს ამ დაავადებით გამოწვეული და მოსალოდნელი შედეგები და ურჩიეს შესაბამისი ღონისძიებების დროულად ჩატარება. ფერმერზე გაეროს დაფინანსებით გადაცემულია რძის საწველი აპარატი, რომელიც დამონტაჟებული აქვს და იყენებს.