სპეციალისტებმა კაკლის გაშენებისთვის გამოყოფილი ტერიტორიები მოინახულეს
ხულოს საინფორმაციო საკუნსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შერჩეული და კაკლის გაშენებისათვის გამოყოფილი სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულეს. კერძოდ სოფელ დეკანაშვილებში შეირჩა მიწის 2 ნაკვეთი, სოფელ ბოძაურსა და ყინჩაურში კი თითო-თითო მიწის ნაკვეთი.