მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები სტუმრად ქედაში
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ქედის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. მათ ქედაში ღვინის ქარხნის მშენებლობა მოინახულეს. საწარმო მიმდინარე წლის სეზონზე გაიხსნება და სრული დატვირთვის შემთხვევაში 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. ახალი საწარმოს მშენებლობა ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებას და გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ქედელ ფერმერებს კი ყურძნის მოსავლის ადგილზე რეალიზების საშუალებას მისცემს. მათ ასევე ქედაში მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთიც მოინახულეს, რომელიც ,,ENPARD Ajara “ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის მხარდაჭერით აგროსერვის ცენტრმა განახორციელა. 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ლეგასისა და ბლუკროპის ჯიშის მოცვის ნერგები. სტუმრებმა სოფელ ოქტომბერში კი საკალმახე მეურნეობა აკავრეთა 2007 მოინახულეს, ამჟამად საწარმოს აქვს 20 მოქმედი აუზი, რომელიც განლაგებულია 11 000 კვ-ზე. დღეისათვის კი 80 ტონამდე თევზის მარაგია ლიფსიტების სახით.