ახალი ღვინის ქარხანა ქედაში
ქედაში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა აგროსერვის ცენტრის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს. ღვინის საწარმოს მფლობელია კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელმაც ქედის ღვინის ქარხნის ძველი ტერიტორია შეისყიდა. მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. საწარმო შემოდგომაზე მოსავლის მიღებას გეგმავს, სრული დატვირთვის შემთხვევაში კი ქარხანა სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. ქედელ ფერმერებს კი ყურძნის მოსავლის ადგილზე რეალიზების საშუალებას მისცემს. ქედაში მევენახეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია, ღვინის ქარხანა ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებას რაც გაზრდის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას. საწარმო ფერმერებისთვის ახალი ვენახის გაშენების სტიმულიც გახდება. ღვინის ქარხანა მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც.