არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ღირსეული სიბერე“ სტუმრად აგროსერვის ცენტრში
დღეს აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ სტუმრობდა. ორგანიზაციის წევრებმა აგროსერვის ცენტრში უკვე მსხმოიარობაში შესული ერთწლიანი ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები მოინახულეს. მათ ხილის საშრობი მინი საწარმოს, სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებასა და ასევე სერვისით სარგებლობის პირობების უპირატესობებს გაეცნენ. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ასოციაციის წევრებს მემცენარეობასა და მეცხოველეობის შესახებ არსებული სახელმძღვანელო გადასცა.