აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს ხვდებიან
ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები, სოფელ ბოძაურში ფერმერებს შეხვდნენ და მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. სპეციალისტებმა ფერმერებს აგროსერვის ცენტრის ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების შესახებაც ესაუბრნენ. ორივე სერვისით სარგებლობა მსურველებს ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად სპეციალისტების ადგილზე გამოძახებით შეუძლიათ. გარდა ამისა, აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამისტროს პროგრამით გათვალისწინებული რძის საწური სეფერატორებისა და სათიბი მოწყობილობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პროგრამით საერგებლობის მსურველებს განცხადების შეტანა აგროსერვის ცენტრში შეუძლიათ. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს მემეცენარეობასა და მეცხოველეობის შესახებ არსებული სახელმძღვანელო ბუკლეტები დაურიგდათ.