შუახევში ფერმერებს მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის სადემონსტრაციო მეურნეობების შექმნა სურთ
მცენარეთა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ ნიგაზეულისა და გოგინაურის მაცხოვრებლებს გააცნეს. მათ ფერმერებს ნიადაგის აგროქიმიური კვლევის უპირატესობებზეც ესაუბრნენ. აღნიშნული სერვისი აგროსერვის ცენტრს ყველა მუნიციპალიტეტში აქვს დანერგილი და ის ფერმერს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად გაარკვიონ თუ რა სჭირდება ნიადაგს ხარისხიანი და კარგი მოსავლის მისაღებად. შეხვედრაზე ფერმერებმა რაიონში მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის სადემოსნტრაციო მეურნეობების შექმნის ინიციატივა წამოაყენეს. არნიშნულ მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლებიც ფერმერებს აგროსერვის ცენტრმა ენპარდის პროექტის ფარგლებში გაუშენა. ფერმერების განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება რაიონში ხელს შეუწყობს არსებული დარგების განვითარებას.