კონსულტანტები მონიტორინგზე გადიან
აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ მცენარეთა დაავადებების კონსტროლსა და სოფლის მეურნეობის საწარმოების მონიტორინგს. ამჯერად, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა საკარანტინო მავნებელი -ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების კერების მონიტორინგი დაიწყეს. სპეციალისტებმა ხელვაჩაურის, ურეხის, ფერიის, სალიბაურის, განთიადის, მახინჯაურის სოფლები და გასულ წელს ამერიკული თეთრი პეპელას კოლონიის კერებიც მოინახულეს, თუმცა დათვალიერებისას ამერიკული პეპელა არ გამოვლინდა. კონსულტანტები ხელვაჩაურის ჩაის ფაბრიკაშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჩაის წარმოების პროცესსა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ფაბრიკაში მიმდინარე წელს 12 ტონამდე ჩაის ფოთოლი გადამუშავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება. ფაბრიკის ხელმძღვანელის შოთა დიდმანიძის განცხადებით, პროდუქციის წარმოების შემცირება რეალიზაციის პრობლემას უკავშირდება. ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები აგრძელებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოების მონიტორინგსა და აღრიცხვას.