აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ ფერმერთა კონსულტირებას
შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ ზემოხევში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ. მათ მოსახლეობას ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ გაუწიეს რეკომენდაციები. კერძოდ, კი ფერმერებს განუმარტეს თუ როგორ უნდა შეიწამლოს ესა თუ ის კულტურა არსებული პრეპარატებით და რა დოზების გამოყენებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, განიხილეს ეკოტურიზმისა და ფერმერული კოპერატივების, ასევე ნიადაგის აგროქიმიურ გამოკლევებისა და ფურის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობები. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები რეგიონის მაშტაბით ყოველდღიურად მართავენ შეხვედრებს ფერმერებთან და უწევენ მოსახლეობას კონსულტაციებს მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.