ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით მცენარეთა დაავადებების კვლევები დაიწყო
დაავადებათა გამოვლენისა და ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით აგროსერვის ცენტრისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა მრავაწლიანი და ერთწლიანი ნარგავების დაავადებათა კვლევები დაიწყეს. ამ მიზნით სპეციალისტები მონიტორინგზე ხელვაჩაურის რაიონში იმფოფებოდნენ, სადაც ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთები მოინახულეს. მცენარეების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პომიდვრის, ხახვისა და კარტოფილის ნარგავები დაავადებულია სხვადასხვა სახის სოკო ორგანიზმებისაგან, რაც შეეხება ციტრუსსა და კივს მათზე ტკიპებისა და კოქციდების გავრცელების კერები შეიმჩნევა. ლაბორატორიისა და აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეს.
დათვალლიერებისას აღმოჩნდა ისეთ დაავადებათა კერებიც, რომელთა დასადგენად ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. სპეციალისტებმა სინჯები ლაბორატორიული კვლევის ცენტრში გადაგზავნეს და პასუხების მიღების შემდეგ ფერმერებს აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ გაუწევენ კონსულტაციებს.
მრავაწლიანი და ერთწლიანი ნარგავების დაავადებათა კვლევები 28 მაისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. სპეციალისტები შეხვედრებს აჭარის რეგიონის მაშტაბით ყველა მუნიციპალიტეტეში მართავენ.