აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს შეხვდნენ
შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჟამად, ისინი სოფელ გორსა და პაპოშვილებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. შეხვედრაზე ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამების მიმდინარეობის პროცესი გააცნეს და რეკომენდაციები მიაწოდეს თავიანთ ფერმერულ მეურნეობებში ახალი კულტურების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, განიხილეს ფერმერული კოპერატივების უპირატესობები და ხეხილისა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის წესები.