აგროსერვის ცენტრს დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ
აგროსერვის ცენტრის საქმიანობას დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ. მათ ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრში ორგანიზაციის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური, ხილის საშრობი მინი-საწარმო და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრეს.
აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. დელეგაცია ორგანიზაციას აჭარის მთავრობასა და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუმრობდნენ, რომელიც მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად იგეგმება სხვადასხვა ერთობლივი პროგრამების შემუშავება-განხორციელება.