ქობულეთში ფურის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 8 ხბო დაიბადა
ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ნამატის მონიტორინგი განახორციელეს. ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იმ ფერმერებთან იმყოფებოდნენ, სადაც აგროსერვის ცენტრის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შედეგად ხბო დაიბადა. მათ მეპატრონეებს რეკომენდაცია-კონსულტაციები საქონლის მოვლა-პატრონობის შესახებ გაუწიეს.
ამჟამად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებულია 8 ხბო. თითოეული მათგანი ჯანსაღი წონით 20 -25 კგ-მდე დაიბადა. სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობა კმაყოფილია აღნიშნული სერვისით მიღებული შედეგებით, რის გამოც ყოველდღიურად მატულობს მოთხოვნა პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაზე.
აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნურად განაყოფიერების სერვისი 2012 წელში, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი მიზანი რეგიონში მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებაა. დღემდე სერვისის შედეგად რეგიონს 140-მდე ხბო შეემატა.