ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დეფეკაციური ტალახის შეტანა დაიწყო
დეფეკაციური ტალახის განაწილება ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყო. მასში აქტიურად ჩაერთვნენ აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებიც. დეფეკაციური ტალახი ფერმერებს თანადაფინანსებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. იგი საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის მჟავიანობის გასანეიტრალებლად, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. ერთი ტონა დეფეკაციური ტალახის შეძენა ფერმერს მხოლოდ 31,6 ლარად შეუძლია. მის შემოტანას სასოფლო თემის ცენტრებში, ჩამოტვირთვას და დატვირთვას უზრუნველყოფს დეფეკაციური ტალახის მომწოდებელი ფირმა. მისი განაწილება ფერმერებზე უახლოეს დღეებში დასრულდება.