ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის გასვლა ჭარნალში
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ჭარნალის თემში ფერმერ რაბიე მიქელაძის მეცხოველეობის ფერმა და იქ მცხოვრები მეფუტკრეები მოინახულეს. სპეციალისტები ფერმაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და მეპატრონეს მდგომარეობის გასაუმჯობელებლად რეკომენდაციები მიაწოდეს.
ფერმაში 45 სული ველისწითელი ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, საიდანაც 16 მეწველია. მათი საშუალო წველადობა 10 კგ რძეს შედგენს, ყოველდღიურად კი ფერმაში 170 კგ. რძეს ღებულობენ. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია, რაც პირუტყვის არასათანადო კვებით არის გამოწვეული. ფერმაში ფაქტიურად არ იყენებენ კომბინირებულ საკვებს და სხვადასხვა, მაღალკალორიულ დანამატებს. საკვებად გამოიყენება მხოლოდ თივა და ადგილობრივი საწარმოების მიერ მიღებული ხორბლის ფქვილის ნარჩენები - ქატო. გარდა ამისა, ფერმაში არ არის პირუტყვის ნორმალურად მოვლისათვის საჭირო პირობები.
რაც შეეხება მეფუტკრეებს, როგორც გაირკვა სოფელ ჭარნალში 5 მეფუტკრეს შეძენილი აქვს 10 თერმოპლასტიკური სკა. მათი გვიან შეიძენის გამო ფერმერთაგან მხოლოდ ერთმა მოახერხა ფუტკრის ახალ სკებში გადაყვანა. როგორ მეფუტკრე აცხადებს, ფუტკრის ოჯახები ახალ სკებში ნორმალურად გამოიყურება, რის გამოც ის მათ გამრავლებას სამომავლოდაც თერმოპლასტიკურ სკებში გეგმავს. ახალი სკები ფერმერებმა გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შეიძინეს. აღნიშნული პროგრამა აჭარაში მიმდინარე წელსაცაა დაგეგმილი.