აგროსერვის ცენტრმა ფერმერები დაასაჩუქრა
აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ფერმერებს საჩუქრად რძის სახდელი სეფერატორები და რძის საწველი აპარატები გადასცა. ორგანიზაციამ 20-მდე ფერმერი, რომელთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 7 სულს აღემატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩია. პროექტი „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” დაფინანსებით ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ნოემბერში აგროსერვის ცენტრმა ფერმერებს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიპილატიტეტბში მოცვისა და კაკლის საჩვენებელი ნაკვეთები უსასყიდლოდ მოუწყო. პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის პროექტები 2014 წლისთვისაცაა დაგეგმილი.