ციტრუსის ხმობასთან დაკავშირებით ფერმერმა ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს თხოვნით მიმართა
კახაბრის უბნის ტერიტორიაზე მდებარე ლუდსახარშ შპს “ბალლი“-ს მენეჯერმა ჰაიკ არამიანმა ნაკვეთზე გაშენებული ციტრუსის ბაღის ხმობის მიზეზის დასადგენად ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურს მიმართა. მას 0,08 ჰა მიწის ფართობზე 60-მდე სამწლიანი ციტრუსის სხვადასხვა ჯიშის ხეები აქვს გაშებული, რომელთა ნაწილსაც ხმობა აქვს დაწყებული. მცენარეების დათვალიერებისას აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ციტრუსის ნერგებს ფესვის ყელთან მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ. გარდა ამისა ზედმეტად ტენიანია ნიადაგი და სასუქების შეტანისას არა დაცული ვადა და დოზა.
ბაღის მესაკუთრის განცხადებით, მცენარის მექანიკური დაზიანება ბალახის საკრეჭი მანქანითაა მიყენებული, რაც შესაძლებელია ციტრუსების ხმობის მიზეზიც გახდა. საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლება მას ციტრუსის აგროტექნიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებით საჭირო კონსულტაციები გაუწიეს და შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.