აგროსერვის ცენტრი ლიტერატურას მებაღეობისა და მებოსტნეობის შესახებ ფერმერებს დაურიგებს
ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით აგროსერვის ცენტრმა დაბეჭდა ლიტერატურა მებოსტნეობისა და მებაღეობის შესახებ. წიგნები გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და ევროკიმისიის დაფინანსებით („ENPARD აჭარა- სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“) გამოიცა. მათში განხილული ყველა ის პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც აუცილებელია მებოსტნეობისა და მებაღეობის განვითარებისთვის და ამ დარგებში წარმატების მისაღწევად.
სულ დაიბეჭდა 400 ცალი წიგნი, აქედან 200 მებოსტნეობის და 200 მებაღეობის შესახებ. წიგნები ამ დარგში მომუშავე ფერმერებს დაურიგდებათ, რომელთა მიწოდებასაც აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ.