აგროსერვის ცენტრის აგრონომებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს
აგროსერვის ცენტრის აგრონომებს ტრენინგი ჩაუტარდათ. სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზვიად ბობოქაშვილმა სპეციალისტებს ხეხილის ბაღის გაშენებისა და ნერგების სხვლისა და ფორმირების თანამედროვე მეთოდები გააცნო. როგორ უნდა მოახდინოს ფერმერმა კულტურისა და ადგილის შერჩევა ბაღის გასაშენებლად, რა მნიშვნელობა აქვს მიზნის განსაზღვრას ბაღის გაშენებისას და რა სახის ხეხილოვანი ბაღის ტიპებია გავრცელებული ამ საკითხებზე სპეციალისტებს ბობოხაშვილმა პრეზენტაცია წარუდგინა. ტრენინგის მეორე დღეს კი ტრენერმა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს პრაქტიკულად აჩვენა და გააკეთებინა ის რაც ტრენინგის თეორიულ ნაწილზე გააცნო. აგროსერვის ცენტრი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას სამომავლოდაც გეგმავს.