1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბეშუმში კარტოფილის მოსავალს იღებენ

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მე ვარ ფერმერის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ბეშუმში იმყოფებოდნენ, სადაც კარტოფილის მოსავლის აღება გაშუქდა. სოფელ ოქრუაშვილებში მცხოვრებ გენადი თავართქილაძეს მიწის ნაკვეთში  „ნევსკი“-სა და ახალი ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი „ჯელი“ ჰქონდა დათესილი. როგორც „აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები აცხადებენ,  ახალი ჯიშის კარტოფილმა როგორც გემური, ისე მოსავლიანობის და დაავადებების ამტანობის მიხედვით უკეთესი შედეგი აჩვენა. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ადგილობრივი ჯიშების ახალი სათესლე მასალით ჩანაცვლება.