1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გაეროსა და „აგროსერვის ცენტრი“-ს წარმომადგენლები თხილის მეურნეობების მფლობელებს შეხვდნენ

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე და  UNDP-ის პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე თხილის მეურნეობების მფლობელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მეთხილეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრნეს. გარდა ამისა, განიხილეს ფერმერული კოოპერატივების მნიშვნელობა და მიზანი მეთხილეობის დარგში მომუშავე ფერმერების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები უწევედნენ UNDP -ის პროექტის „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“   ფარგლებში მიმდინარეობს. აგროსერვის ცენტრისა და UNDP პროექტის წარმომადგენლები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მომუშავე ფერმერებთან პერიოდულად მართავს. პირველ ეტაპზე შეხვედრები გაცნობითი ხასიათისაა. მათზე ძირითადათ ფერმერთა პრობლემებსა და მოთხოვნებს იკვლევენ. მეორე ეტაპზე ხდება იმ ფერმერთა შერჩევა, რომლებსაც სურვილი აქვთ გაერთიანდნენ ფერმერულ გაერთიანებებში და სხვებთან ერთად იმუშაონ  პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოოდ კი მოხდება პროექტის შემუშავება ფერმერული კოოპერატივის მიერ, რომელიც UNDP-ის მიერ დაფინანსდება.