აგროსერვის ცენტრი შესაძლოა სასათბურე მეურნეობების მფლობელ ფერმერებს დაეხმაროს
„აგროსერვის ცენტრი“ თანამშრომლები სადემოსნტრაციო პროექტების შექმნის მიზნით ფერმერული მეურნეობების მფლობელებს ხვდებიან. აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც UNDP აფინანსებს მეხილეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგებში 30-მდე საჩვენებელი პროექტის შემუშავება იგეგმება. რაც კონკრეტული ფერმერებისთვის საკუთარი მეურნეობის გაუმჯობესების მიზნით თანადაფინანსებასა და დახმარებას ითვალისწინებს.
ამჯერად, „აგროსერვის ცენტრის“ ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სათბურების მოწყობის ტექნოლოგთან ერთად ბათუმში, კახაბრის უბანში მდებარე ორი სათბური მოინახულეს. ვიზიტისას გამოვლინდა, რომ სასათბურე კონსტრუქცია არ იყო გამართული, არ შეესაბამებოდა ბოსტნეული კულტურებისათვის, კერძოდ კი კიტრისა და პომიდორის მოყვანისათვის საჭირო პარამეტრებს. რის გამოც შეუძლებელია სათბურში სითბოსა და ტენიანობის რეჟიმის დაცვა, მოსაწესრიგებელია სავენტილაციო სისტემა და შესაცველია ფირი, რომლითაც კონსტრუქციაა გადახურული. არსებული ხარვეზების გამო კლებულობს მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი. ნიადაგის აგროქომიური შემადგენლობისა და სათბურებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს თუ როგორ გამოასწორონ მდგომარეობა.
ურთიერთშეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სასათბურე მეურნეობის მფლობელ ფერმერებს „აგროსერვის ცენტრი“ სასათბურე კონსტრუქციის გამართვისა და მოსავლის მიღების გაუმჯობესების მიზნით ფინანსურად დაეხმარება.