„აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლებს ტრენინგი უტარდებათ
„აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებაში ცოდნის დონის ამაღლების მიზნით ბათუმის ბიზნესს ინკუბადორში ტრენინგი უტარდებათ. ტრენინგის განმავლობაში კონსულტანტები პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლიან თუ როგორ მოახდინონ ფერმერთა მასქიმალური ჩართულობა ინფორმაციის მიღების, გაანალიზებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი იმ თანამედროვე სტანდარტებს დაეუფლებიან, რომლებიც ფართოდ გამოიყენება უცხოეთში ფერმერთა კონსულტირებისას, რათა მოსახლეობას გაუადვილდეს სპეციალისტების მიერ მიწოდებული ინოვაციების, რეკომენდაციებისა და კონსულტაციების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება. გარდა ამისა, „აგროსერვის ცენტრი“- კონსულტანტები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ასპექტებსა და მათი პრაქტიკულად განხორციელების უნარს გამოიმუშავებენ.
ტრენინგს UNDP-ს პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე ბაღდაძე ატარებს. ტრენინგი 23 სექტემბერს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდება. მას „აგროსერვის ცენტრი“-ს 40-მდე სპეცილისტი ორ ნაწილად გაივლის. კონსულტანტების ნაწილს ტრენინგი პირველ კვირას, ნაწილს კი მეორე კვირას ჩაუტარდება. სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები დაურიგდებათ. „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც იგეგმება.