ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ფერმერებს ხვდება
ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ პაქსაძეებში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. სპეციალისტებმა მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს და მიმდინარე წლის პროგრამების მიმდინარეობაზე ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს კონსულტანტებმა რეკომენდაციები მიაწოდეს ნიადაგის აგროქიმიურ ანალიზებთან დაკავშირებით.