1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერული გაერთიანებების შექმნის მიზნით ფერმერებთან შეხვედრები დაიწყო

კოოპერატივის მნიშვნელობა, მის ფუნქციონირება და მიზანი გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერმა „აგროსერვის ცენტრ“-ში შეკრებილ ფერმერებს გააცნო. „როგორ უნდა გადაწყვიტოს კოოპერატივმა ის წვრილ-წვრილი პრობლემები, რომლებიც ერთ დარგში მომუშავე ფერმერებს აწუხებთ?“ ამ კითხვით დაიწყო ლაშა კომახიძემ შეხვედრა, რომელსაც 30-მდე ფერმერი ესწრებოდა.

როგორც ფერმერებთან საუბრისას გაირკვა ფერმერთა უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ფერმერული გაერთიანებების მიზანზე. შეხვედრის განმავლობაში UNDP-ის პროექტის მენეჯერი მათ გაერთიანების შექმნის აუცილებლობასა და ამ მხრივ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე ესაუბრა.

შეხვედრები, რომელსაც ორგანიზებას „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები უწევენ UNDP -ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე შეხვედრები გაცნობითი ხასიათისაა. მათზე ძირითადათ ფერმერთა პრობლემებსა და მოთხოვნებს იკვლევენ. მეორე ეტაპზე შეირჩევა ის ფერმერები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაერთიანდნენ ფერმერულ გაერთიანებებში და სხვებთან ერთად იმუშაონ  პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოოდ კი ფერმერული გაერთიანება შეიმუშავებს პროექტს თუ როგორ განავითარონ ან მოაგვარონ რომელიმე კონკრეტული პრობლემა აგრობიზნესში, რომელიც  UNDP-ს მიერ დაფინანსდება.