ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის შედეგები ხელვაჩაურის მოსახლეობას გააცნეს
ხელვაჩაურის რაიონში ფერმერებისთვის ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის შედეგების გაცნობა და მიწის განოყიერებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა დაიწყო, რაშიც აქტიურ მონაწილეობას რაიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ღებულობენ. მათ კვლევის შედეგები მახინჯაურის, ახალშენისა და ორთაბათუმის თემის სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს გააცნეს. მათ მოსახლეობას ნიადაგში მინერალური და ორგანული სასუქების შეტანის ვადების, დოზისა და ნორმის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდეს.
რეგიონში ნიადაგის აგროქიმიურ გამოკვლევები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ ნიადაგის 1000-მდე სინჯია აღებული.