ფერმერული გაერთიენებების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებსა და UNDP-ის აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის წარმომადგენელებს შორის საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა. UNDP-ის პროექტების მენეჯერმა ლაშა კომახიძემ სპეციალისტებს ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბების გზები გააცნო, რომელიც აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების მიერ იმ ფერმერების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და გონებრივი შესაძლებლობა განავითარონ აგრობიზნესი სხვა ფერმერებთან ერთად.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ვასწავლით ფერმერებს, თუ როგორ განავითარონ აგრობიზნესი და მოაგვარონ პრობლემები, რომლებიც საქმიანობისას აწუხებთ,“ განაცხადა ლაშა კომახიძემ.
პირველ ეტაპზე შეირჩევა ფერმერთა 10-15 კაციანი ჯგუფები მუნიციპალიტეტებში და მოხდება მათთან შეხვედრები პრობლემებისა და მათი მოთხოვნების კვლევის მიზნით. შემდეგ შეირჩევა ის ფერმერები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაერთიანდნენ ფერმერულ გაერთიანებებში და სხვებთან ერთად იმუშაონ პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოოდ ფერმერული გაერთიანება შეიმუშვებს პროექტს UNDP-სა სპეციალიტების დახმარებით თუ როგორ განავითარონ ან მოაგვარონ რომელიმე კონკრეტული პრობლემა აგრობიზნესში, რომელიც UNDP-ს მიერ დაფინანსდება.